суббота, 24 апреля 2010 г.


1 პროექტის სახელი: "ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩვენი აწმყო და მომავალია"(მხიარული სტარტები)

2 პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოზარდების ინფორმირება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა:თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა, ;მხიარული სტარტებით'' მოსწავლეები აჩვენებენ საზოგადოებას, თანატოლებს თუ რამდენად აუცილებელია იყო ჯანმრთელი, ცხოვრობდე ცხოვრების ჯანსაღი წესით। ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენის გარდა ისინი საზოგადოებას მოუთხრობენ თამბაქოს, ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლის უარყოფით გავლენაზე, მოხდება იმის გაანალიზება თუ რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რამდენად აუცილებელია ორგანიზმისთვის ფიზიკური დატვირთვა,მოამზადებენ ბროშურას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მოსწავლე
4მონაწილეთა ასაკი: IXკლასი
5ვადები /ხანგრძლივობა:2თვე
6პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლიტერატურის მოძიება, ინფორმაციის მოგროვება ( თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზეგავლენის შესახებ), ასევე ფიზიკური ვარჯიშების და ინვენტარის შერჩევა და მოძიება.
7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება ,შეიქმნას: პროექტის მომზადების პროცესში ვარჯიშით მოსწავლეები გაიჯანსაღებენ ორგანიზმს, გაერკვევიან ცხოვრების ჯანსაღი წესის არსსა და მნიშვნელობაში। გარდა ამისა განივითარებენ ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის,შეფასების და პრობლემის გადაჭრის უნარს। შექმნიან ვებ–გვერდს სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, გამოსცემენ ილუსტრირებულ ბროშურას.
8სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეთა ნამუშევრების ინტერნეტის და ბროშურების სახით, გაეცნობიან როგორც სხვა სკოლის ისე სხვა რაიონის მოსწავლეები, დაინტერესებული პირები და მიიღებენ კიდევ ერთ დამადასტურებელ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ।
9სამუშაო ენა: ქართული
10მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არა
11საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია
12პროექტის ფასილიტატორი: გია კაკაბაძე
13ფასილიტატორის ელ.ფოსტა gkakabadze2010@gmail.com
14პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: